16:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 16:18:31, 1097 ნახვა

საზოგადოება
იმუნიზაციასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და unicef-ის ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებთან იმუნიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ემი ქლენსი.


მედიის წარმომადგენლებს  დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები გააცნეს:


 იმუნიზაციის პროგრამა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსმა, ლიკა ჯაბიძემ

.
 კორონავირუსი და მსოფლიო დღეს, გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევა - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.


COVID-19-ის ეპიდზედამხედველობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა.


COVID-19-ის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ


შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვებს სპეციალისტები პასუხობდნენ. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორად იქნას მიწოდებული ინფორმაცია მოსახლეობისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics