18:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 12:24:45, 887 ნახვა

საზოგადოება
სამგორში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

დედაქალაქის მერიის პროექტის  „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში,  სამგორის რაიონის ორგანიზებითა და „ჰუალინგ ჯგუფის“ მხარდაჭერით,  ჰუალინგის პარკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ფესტივალი  საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების იდეა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს ეკუთვნოდათ და ღონისძიებაც მათივე ჩართულობით გაიმართა.

საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მოძრაობის თეატრი,   კონტაქტური ზოოპარკი, ფრანების, მასკოტების,  ანიმატორების, საპნის ბუშტების შოუ.  სპორტული ატივობების ფარგლებში, ჩატარდა კინგბოქსინგისა და ჭიდაობის მასტერკლასი; მოეწყობა ფრენბურთის სივრცე, მაგნიტური დართსი, ბურთის სროლა მიზანში და სხვ.
სტარტაპერების სივრცეში გაიმართა ყვავილებისა და ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა-გაყიდვა,  ხატვის მასტერკლასიც.

მრავალფეროვანი გემოების მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ   ქართული STREET FOOD.

ფესტივალი დაიხურა მუსიკალური პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე წარდგნენ  ჯგუფი „ურსა“ და „გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი“. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics