|
2022-06-30 15:21:16, 1251 ნახვა
სამართალი
თელავში, რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პროექტი განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორ ქარინ იამთინთან ერთად, ქ. თელავში, რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პროექტის განხილვას დაესწრო. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის გეგმის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „აღსანიშნავია, რომ კახეთი პირველი, საპილოტე რეგიონია, სადაც შვედეთის მთავრობისა და შვედი ექსპერტების მხარდაჭერით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შეიქმნა. შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)