20:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 14:39:24, 1257 ნახვა

სამართალი
მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ს ფარული მოსმენის საქმეზე პროკურატურაში უჩივლა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მანანა კობახიძე სუს-ის ფარული მოსმენების საქმეზე პროკურატურაში ჩივის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. 

წყარომ პროკურატურიდან "ფორმულას" მიაწოდა ინფორმაცია, რომ კობახიძე დაზარალებულის სტატუსს ითხოვს, რაც თავად მანანა კობახიძემაც დაადასტურა. 

მისი თქმით, გაუჩნდა ეჭვი რომ უსმენდნენ. ის პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.

 

"დაკითხული ვარ პროკურატურაში. ჩემი ინიციატივით მივმართე და მოვითხოვე დაზარალებულის სტატუსი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, ღამით ინტერნეტში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები აიტვირთა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ფაილებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და პატრიარქის თანაშემწეების ყოველდღიურ თვალთვალს ახორციელებდა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ საპატარიარქოს წარმომადგენლებს საძინებლებში უთვალთვალებდნენ, აკონტროლებდნენ მათ საბანკო გადარიცხვებს.

სუს-იდან გამოტანილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბარიც მოხვდა, რომელიც პრეზერვატივების კომპანია აიისას სარჩელს ეხებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics