|
2022-06-27 14:14:48, 1032 ნახვა
საზოგადოება
2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის NEAP დოკუმენტის შემუშავების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP) დოკუმენტში გარკვეული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისკენ. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნეს, მადლობა გადაუხადეს გაეროს განვითარების პროგრამას და მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის, ასევე სამინისტროს სპეციალისტებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. „დოკუმენტზე მუშაობა წარიმართა მაქსიმალურად გამჭვირვალედ. მსგავსი ტიპის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების და, ზოგადად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კანონის შესაბამისად, დოკუმენტის განხილვა მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით განახორციელა. სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და პროცესში ჩართულ ექსპერტებთან ერთად, დოკუმენტის საჯარო განხილვების ფარგლებში წარმოდგენილი შენიშვნები და კომენტარები დეტალურად განვიხილეთ. მოხდა გარკვეული შენიშვნების და კომენტარების გათვალისწინება და საბოლოო დოკუმენტში ასახვა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვით დოკუმენტზე - გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა, მუშაობა გასულ წელს დაიწყო. დოკუმენტი გარემოს დაცვის კუთხით 2022-2026 წლების პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს; მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, ქვემდებარე უწყებები, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები და მათი ქვემდებარე უწყებები, ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები. შემუშავდა დოკუმენტის პირველადი სამუშაო ვერსია და გაიმართა თემატური საჯარო განხილვები. 2022 წელს, საერთო ჯამში, 9 საჯარო განხილვა ჩატარდა. ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტის განხილვებში მონაწილეობა მიეღოთ და წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები, რომელთა გარკვეული ნაწილი აისახა საბოლოო დოკუმენტში, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)