20:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 21:14:18, 929 ნახვა

საზოგადოება
„კრემლისტური მთავრობის ღალატმა გაგვაერთიანა“ - რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს 380 ემიგრანტი მიმართავს

საქართველოს კრემლისტურმა მთავრობის ღალატმა ჩვენც გაგვაერთინა,- რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს 380 ემიგრანტმა საერთო წერილით მიმართა. 

 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, შექმენს საქართველოს ტრანსნაციონალური ატლანტიკური კავშირი, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალში. 

"საქართველოში ყოველ ოჯახს ერთი წევრი ყავს საზღვარგარეთ. ემიგრაციის გამო ჩვენი ქვეყანა იცლება. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო საზღარგარეთ ძირითადად დასავლეთში წასული ადამიანების რიცხვი გაათმაგდა. ჩვენი საფიქრალი ჩვენი სამშობლოა. საქართველოს კრემლისტურმა მთავრობის ღალატმა ჩვენც გაგვაერთინა და გადაგვაწყვეტინა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. ამ
მიზნით შევქმენით საქართველოს ტრანსნაციონალური ატლანტიკური კავშირი რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალში",- წერია მიმართვაში. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics