2022-06-23 14:01:10, 447 ნახვა
საზოგადოება
შოთა არველაძე - ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა
![]() ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.,- წერს ფეხბურთელი შოთა არველაზე სოციალურ ქსელში. არველაძე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. "წლების მანძილზე ჩემი და ჩემი ძმების ერთ-ერთი საყვარელი პროექტი იყო საფეხბურთო თერაპია, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ფეხბურთის თამაშის, დამეგობრების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის შესანიშნავი საშუალებაა. ჩვენი ფონდის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა სხვადასხვა ტურნირის, აქტივობის და ფესტივალის ფარგლებში 1000-მდე მოზარდი გააერთიანა. არაერთი პარტნიორის, საელჩოს თუ მეგობრის დახმარებით საქართველოს 6 რეგიონში, ბევრი რამ გაკეთდა როგორც ინფრასტრუქტურის განახლების, ისე მოზარდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის გაჩენის კუთხით. ფეხბურთის თამაშის ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლების მიცემის დამატებითი შესაძლებლობაც. რეგიონში და განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი სიახლე, აქტივობა და წახალისება მიცემული შანსია, რომელსაც ბევრი მათგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ზოგიერთის შემთხვევაში ეს შანსი შეიძლება იყოს ფეხბურთის თამაში, სხვების შემთხვევაში წიგნები, შემეცნება და ა.შ სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის, პლატფორმას შექმნის
მოძრაობა „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ - სირცხვილიას“ კამპანია „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი 82:76 დაამარცხა
დიდი ბრიტანეთი ბელარუსს სანქციებს უწესებს
|
ომი უკრაინაში![]() ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის, პლატფორმას შექმნის
![]() მედია - ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
![]() გაიდაი - ლისიჩანსკიდან ჯარების გაყვანა ძალიან მტკივნეულია იყო, მაგრამ ახლა ბიჭები ცოცხლები არიან
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() აბორტის აკრძალვა აშშ-ში, 50 წლის წინანდელი საქმის გადახედვა და ამერიკელები უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ
მთავარი თემა
|