22:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 12:13:27, 830 ნახვა

საზოგადოება
ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ში საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

„როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის მასა, რის გამოც, სამუშაოები შევაჩერეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაკის რაიონის გამგეობამ ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით ქირით გაიყვანა.  დღეს, ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში არიან დაბრუნებული. ამ სივრცეში, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, მოსახლეობას დავპირდით, რომ რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით და პირობას შევასრულებთ. დავიწყეთ მოლაპარაკებები მიწის ნაკვეთის მფლობელებთან. ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ მომხდარიყო ადგილმონაცვლეობა. მონაცვლეობის თემაზე შეთანხმება მიღწეულია და მალე ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, ლამაზი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვაკის რაიონის გამგებელს, დავით კვინიკაძეს რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტზე მუშაობა დაავალა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics