10:39 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 19:35:26, 1532 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც გადის დღეს დემონტრაციაზე

ერის ისტორიაში გადამწყვეტი დღეებია - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიგინგზე.

მისივე თქმით, ბოლო დღეებს საქართველოს ინტერესების დასაცავად იყენებს და აგზავნის წერილებს ევროპელ კოლეგებთან, რომელშიც არგუმენტირებულად განმარტავს თუ რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

" მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც გადის დღეს დემონტრაციაზე. დადებითად ვაფასებ პრემიერის განცხადებას რეფორმების შესახებ. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ვიყოთ მობილიზებულები. ეს გადაწყვეტილება მოგვცემს განვითარების ახალ შანსს.  გისურვებთ ევროპულ საქართველოს და მე მინდა, რომ ეს გზავნილი იყოს ნათელი საქართველოდან მე მინდა, რომ ყველას გთხოვოთ რომ ყველაფერი ამ დღეებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძალებში არის, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა. ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა და ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე.. "- აცხადებს ზურაბიშვილი.

 შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რუსეთმა მოითხოვა ნატოს სამხედრო ყოფნის შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics