10:25 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 15:05:20, 971 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი ენმ-ს - აუხსენით თქვენს აქტივისტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები

აუხსენით თქვენს აქტივისტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები. - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ენმ-ს მისამართით.

მისივე თქმით, რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა -  2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად.

"მივმართავ ენმ ლიდერებს!
აუხსენით თქვენს იმ  აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს  დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება   არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარაზარი ფორაა,  რადგან მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში და მეორე ნახევარში იქნება კონკურენცია მხოლოდ. 
რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა -  2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად.  პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე/ მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი არჩევნებამდე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რუსეთმა მოითხოვა ნატოს სამხედრო ყოფნის შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) - The New York Times
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics