10:25 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 12:27:30, 1337 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე - გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო

გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას პალიტრანიუსის ეთერში.

დეპუტატის თქმით, თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირები გაითვალისწინებდნენ იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო.

„ამ ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით იმას, რომ როდესაც ევროკომისია იმუშავებს, ჩვენ ვთხოვდით და გვქონდა ამის მოლოდინიც, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო, მე ესეც შემიძლია ვთქვა, თუკი გავითვალისწინებთ და გაითვალისწინებდნენ ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენი იდენტობისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის 30 საუკუნეა, ქართველები იბრძვიან და ევროპის ნაწილი რომ უნდა გავხდეთ, ქართველებმა ეს შინაგანად ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ევროპის მხრიდან მისაღები“,- განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რუსეთმა მოითხოვა ნატოს სამხედრო ყოფნის შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) - The New York Times
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics