10:15 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 21:15:27, 1169 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - სანქცირებული ფრიდმანი რჩება ბორჯომის მეწილედ და ყველაზე მეტ მოგებას სწორედ ის ნახულობს

სანქცირებული ფრიდმანი რჩება ბორჯომის მეწილედ და ყველაზე მეტი ფული მას შესდის. - განაცხადა პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე მიხეილ ფრიდმანს შესდის ბორჯომიდან უდიდესი შემოსავალი.


ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე მიხეილ ფრიდმანს შესდის ბორჯომიდან უდიდესი შემოსავალი. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ამაზე საუბრობდა მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მინისტრი და ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ პრესაშიც გავრცელდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხს სჭირდება კარგად შესწავლა. ჩვენ ყველაფერს გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს, იმიტომ, რომ  მაშინ, როდესაც ამ ფულით ფინანსდება სისხლიანი კამპანია, ადამიანების ხოცვა უკრაინაში, სანქცირებული პირი, ფრიდმანი ქართული ბორჯომიდან ფულს არ უნდა იღებდეს". - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მთავრობამ დაასრულა მოლაპარაკებები და კომპანია ბორჯომის მმართველი ჯგუფის აქციონერი, ანუ კომპანიის თანამფლობელი გახდება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რუსეთმა მოითხოვა ნატოს სამხედრო ყოფნის შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) - The New York Times
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics