|
2022-06-10 16:36:46, 1465 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)