|
2022-06-10 13:45:33, 1228 ნახვა
სამართალი
ბათუმის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლების აყვანა სცადა
ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეიარაღებულმა მძარცველმა მძევლების აყვანა სცადა. შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში.ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. „წინააღმდეგობის შემდეგ მძარცველმა პისტოლეტის მსგავსი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გამოიქცნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ მძარცველი და როცა მიხვდა, რომ სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა“, – აცხადებს ბანკის თანამშრომელი. მისი თქმით, მძარცველმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. რაც შეეხება მის მონაცემებს, ის იყო 20-25 წლის კაცი, რომელსაც ყვითელი ჰუდი ეცვა და სათვალე ეკეთა. ბანკის თანამშრომლის თქმით, მძარცველს დაედევნა პოლიცია. "ექსპრესნიუსი" შინაგან სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)