|
2022-06-10 13:36:16, 1446 ნახვა
სამართალი
თურქეთი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს
თურქეთი საქართველოში დაკავებულ ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს. როგორც საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანიმ ბიზნესფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, გალიფ ოზთურქის დამნაშავედ ცნეს და მისი გასამართლება 2018 წელს დასრულდა, რა დროსაც, თურქეთმა მოითხოვა მისი ექსტრადირება და ახლაც იგივე სურთ. "ის საქართველოს მოქალაქეა, შეიძლება ითქვას, ქართველი ბიზნესმენი. ის დამნაშავედ ცნეს და მისი გასამართლება 2018 წელს დასრულდა. მაშინ, ჩვენ მოვითხოვეთ მისი ექსტრადირება და ახლაც ველით ამას. ამჟამად ის გასამართლებულია როგორც საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არა როგორც თურქეთის მოქალაქე, თუმცა ჩვენ კვლავ ვითხოვთ მის ექსტრადირებას", - განაცხადა თურქეთის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)