|
2022-06-08 14:30:02, 1307 ნახვა
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტ "ნინოწმინდაზე“ დაახლოებით ნახევარი მლნ ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ - საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ნინოწმინდა“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობა არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აღნიშნული უწყებათაშორისი დანაყოფი - გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (UNODC), ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტის (EXBS) ფარგლებში, თბილისის ჯგუფი 2015 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)