|
2022-06-08 10:44:38, 1326 ნახვა
სამართალი
„ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია“ - სახალხო დამცველი დასკვნას აქვეყნებს
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით. ომბუდსმენის დასკვნით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი, სადაც სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. "ყველაზე პრობლემური საკითხი, ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი შინაარსისაა - მოსამართლემ საერთოდ არ შეაფასა და არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს საკორპორაციო-სამართლებრივი ქმედება (მენეჯერის გადაწყვეტილება) სისხლისსამართლებრივად რელევანტური, როდის და რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში საჭიროებს იგი სისხლისსამართლებრივ სანქცირებას და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა, ხოლო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებში განხილული საკითხები არ გაიზიარა ისეთი არგუმენტების მოშველიებით, რომელიც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს",- წერია ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)