|
2022-06-07 11:50:44, 1397 ნახვა
სამართალი
ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრაზე ნინო აღლემაშვილმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე. საჯარო ლექციაზე საუბარი ასევე შეეხო სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ეტაპებს და საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობას, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოვლენილ ხარვეზებს, გამოწვევებსა და მიღწევებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)