|
2022-06-01 13:59:50, 1724 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ძმებ დავით და გუგა კაკულიებს პატიმრობა შეეფარდა
ძმებ დავით და გუგა კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა. პროკურორის თამარ ყულიჯანიშვილმა განცხადებით, კაკულიებს ბრალად 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზეჯგუფურად ჩადელილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ. ამასთან მისივე თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რადგან განზრახ მკვლელობის მცდელობა ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგაა მიმართული და მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. თამარ ულიჯანიშვილის განმარტებით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება მიმართულია ადამიანების უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთა კი იმაზე მიუთითებს, რომ დაკავებულები კანონებს არ ემორჩილებიან. პროკურორის თქმით, ძმები საბრძოლო მასალასა და ცეცხლსასროლ იარაღს არა მხოლოდ ინახავდნენ, არამედ ატარებდნენ. თავად დაკავებულებმა, ძმებმა დავით და გურამ კაკულიებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ძმებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)