17:15 - 09 Oct, 2026
|
2022-05-30 12:40:19, 1441 ნახვა
სამართალი
შსს-მ დააკავა ძმები კაკულიები, რომლებიც შესაძლოა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ორი პირი დააკავა. შსს-მ „ექსპრესნიუსს“ უდასტურებს, რომ დაკავებული პირები დავით და გუგა კაკულიები არიან, რომლებიც არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ. ძმები კაკულიები დღეს დილით ორთაჭალაში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები შესაძლოა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)