|
2022-04-21 12:33:31, 1384 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 5 დღით იხსნება
ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე. წ. გამშვები პუნქტი გახსნილია. 25 აპრილის ჩათვლით ოკუპირებული დაბის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ე.წ.პროპუსკს ან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი აქტივისტები ავრცელებენ. ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაიკეტა. ამის შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში, იწვევს ადამიანების გარდაცვალებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)