|
2022-04-21 10:51:20, 979 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაცემულა
თბილისის მერია დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება. "გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული. სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის განთავსებისთანავე თბილისის მერიამ დაიწყო საკითხის მოკვლევა. თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა. დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც სამი ათეული წელია ელოდება მოსახლეობა,"- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)