|
2022-04-20 17:34:05, 1433 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სტიუარდინგის ტრენინგები ჩატარდა
აჭარაში სტიუარდინგის მიმართულებით სასტუმროების კვებისა და სასმელების სამსახურების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტუარდინგის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგს პირველად გაუწია ორგანიზება. სტუარდებსა და შეფ სტუარდებზე გათვლილი მოკლევადიანი ტრენინგისას მონაწილები სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით,აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, მასტერკლასებს, სემინარებსა და ვორქშოპებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. ის რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებზე, გიდებზე, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებზეა გათვლილი. დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა უფასოა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)