|
2022-04-20 13:58:10, 1277 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - ბოლო დღეებში დავიკელი 12 კილოგრამი, კვირას ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დღების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო. მისივე თქმით, კვირას დაკარგა ქვედა კიდურების კონტროლი და რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ სიტუაცია მძიმეა. "გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. რეფიდინგის პროგრამა, კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წინაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)