|
2022-04-18 16:34:57, 888 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" - დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს სტრასბურგშიც დავიცავთ
„თუ საჭირო იქნება წავალთ სტრასბურგშიც" - „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს სასამართლოში დაიცავს . მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ სარჩელი, კერძოდ, მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების მთავარი და ფუნდამენტური სიცოცხლის უფლება და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები. " საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილი ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშვდა აქედან ერთი ტვ პირველი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. საქართველოში მყოფმა 20-მდე დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სამოქალაქო მოძრაობების ოფისების დარბევა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)