|
2022-04-18 14:39:14, 893 ნახვა
საზოგადოება
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ხელმძღვანელად ჯაბა სირბილაძე დაინიშნა
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე ჯაბა სირბილაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯაბა სირბილაძე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში დანიშვნამდე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი იყო, იქამდე კი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა. ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. მათ შორისაა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო. ჯაბა სირბილაძის CV განათლება სამუშაო გამოცდილება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)