|
2022-04-17 16:30:46, 5459 ნახვა
საზოგადოება
კედიას ქუჩის N10-ში სპორტული მოედანი გაიხსნა
დიდუბეში, კედიას ქუჩა N10-ში სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე გაიხსნა. დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ინფრასტრუქტურული პროექტი დიდუბის გამგეობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. ტერიტორიაზე აშენდა ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ასევე, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა საპარკე ინვენტარი. პატარებისთვის კი, სათამაშო სივრცე მოეწყო. პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლინაგი“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 000 ლარი გამოიყო. გარდა ამისა ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)