|
2022-04-13 18:10:30, 1200 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, კოკა კაციტაძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები: გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი. ვახტანგ გომელაურმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)