|
2022-04-13 17:34:22, 1055 ნახვა
საზოგადოება
თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა გრძელდება
თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი გრძელდება. საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი და მედიკამენტები თბილისის მერიის მიერ ბელიაშვილის N 5-ში მოწყობილ ლოგისტიკურ ცენტრში გროვდება. აქციაში ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები არიან ჩართულები. ჰუმანიტარული ტვირთის ჩატვირთვის პროცესს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო. „მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ ბელიაშვილის N 5-ში შექმნა ლოგისტიკური ცენტრი, საიდანაც პერიოდულად იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინაში. საერთო ჯამში, საქართველოდან, მათ შორის, თბილისიდან გავაგზავნეთ 400 ტონაზე მეტი ტვირთი. დღეს კიდევ იტვირთება სამი სატვირთო მანქანა, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დღეისთვის აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიის მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი. ესენია: კომპანია „ლილო ჯგუფი“, „ბასა ჯგუფი“, „ჯიბე“, „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ბადაგი“, „ლილო შოპ ჯი“. დაახლოებით, ერთ კვირაში ეს ტვირთი ჩატანილი იქნება უკრაინაში“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)