|
2022-04-07 12:01:01, 1786 ნახვა
საზოგადოება
Miami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. მათ, ვინც არის შემოქმედებითი, აქვს საინტერესო იდეები და სურს მიიღოს განათლება და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe -თან ერთად შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ბერლინში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე და მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება. სტიპენდიის მისაღებად, კონკურსანტებმა 1 ივნისამდე უნდა ჩააბარონ Miami Ad School Europe - ში. სტიპენდიანტი ჟიურის ჩართულობით, ჩარიცხულ სტუდენტებს შორის გამოვლინდება. ჟიურის წევრებს შორის საქართველოს ბანკის, MASE-სა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იქნებიან. ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://fb.watch/cehrb_5LIk/ დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/ „განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, უკვე გამოვლინდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის 2 სტიპენდიანტი, რომელიც ბერლინში პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით იღებს განათლებას. MASE ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. Miami Ad School Europe-ის პროტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ მეტ ახალგაზრდას მივცეთ მსგავსი შესაძლებლობა და გავუხსნათ წვდომა უმაღლესი ხარისხის განათლებაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა ინიციატივების ფარგლებში განათლების მხარდაჭერას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. Miami Ad School-ი 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს აერთიანებს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



