|
2022-04-01 10:37:43, 555 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშს დაესწრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა, პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ (II ფაზა) შუალედური ანგარიში წარადგინეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჩეხეთის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, იან ბლინკა და ამავე ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი. თამარ გაბუნიამ, სტუმრებს, მადლობა გადაუხადა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის, პროექტის ფარგლებში უკვე დანერგილი და სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებებისათვის. ასევე, COVID პანდემიის მართვაში გაწეული დახმარებისთვის. პროექტის მე-2 ფაზის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის წარმომადგენლებმა, უკვე შექმნილ მოდულებზე ისაუბრეს - განიხილეს მართვის სტანდარტიზებული ელექტრონული საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონული სისტემები, ელექტრონული რიგები; ტელემედიცინა; ელექტრონული რეფერალის პლატფორმა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველადი ჯანდაცვის მხარდაჭერის საპილოტე პროგრამები უკვე მოქმედებს თბილისის პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში. ასევე მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 44 სოფლის აბმულატორიაში. პროექტი „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ 2019 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება. მისი საერთო ღირებულებაა €1 266 257.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)