03:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 11:13:38, 838 ნახვა

მსოფლიო
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები შეუმსუბუქონ, თუმცა ინფლაცია მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო, პატარა ქვეყანა - პატარა ეკონომიკით, ვერ იქნება გამონაკლისი.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკრან იდგა, პირადპირ უნდა ითქვას, „ნაციონალური მოძრაობა“. მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალაინ აწუხებთ ფასები და ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები, მაგრამ მინდა განვმარტო შემდეგი ინფორმაცია. ზოგადად ინფლაციას როდესაც ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არა ერთ ქვეყანაში ათწლეულების დონეს მიაღწია.

ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა, გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა,ისე როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, გამორიცხულია ვიყოთ გამონაკლისი, იმიტომ რომ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო, ახლა დაემატა ტრაგედია და ეს ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი არ ყოფილა, ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზეც, ეკონომიკაზეც და ინფლაციაზეც“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics