|
2022-03-23 11:23:17, 558 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია. „სამინისტროს თანადაფინანსებით, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების არაერთი პროექტი ხორციელდება; გვაქვს კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომელიც ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მააიკე ვან კოლდამმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მებაღეობისა და მერძევეობის მიმართულებით 20 ქართველი ტრენერი გადამზადდა, რომლებიც შემდგომში კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ ქართველ ფერმერებს და საერთაშორისო პრაქტიკას გააზიარებენ. როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი შესრულდა, რაც მნიშვნელოვანი თარიღია. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)