15:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 11:21:49, 1010 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო - „ტვ პირველმა" მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა - მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა - მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ საკითხზე მედიაში მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა.

„ტელეკომპანია „ტვ პირველმა" ერთ-ერთ გადაცემაში გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა - მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ.

ვაცხადებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ღვებალდის და გვალდერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშრობული ოქრო) შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემაზე, 2022 წლის 15 თებერვალს გამართული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ლიცენზია არ გაცემულა. შესაბამისად, აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,-აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics