|
2022-03-19 13:05:24, 891 ნახვა
მსოფლიო
გაერო- ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელების 23%-მა საცხოვრებელი დატოვა
უკრაინის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ახალ მოხსენებაში. მათივე ცნობით, სახლის დატოვება საერთო ჯამში, 9.8 მილიონ უკრაინის მოქალაქეს მოუხდა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანახმად, დაიღუპა 816 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 2,149. ამავდროულად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ნამდვილი რიცხვები სავარაუდოდ გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ძალადობრივი შეტაკებები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“. ვითარება კვლავ გაუარესებულია მარიუპოლში, სადაც ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 2,350 ადამიანი. ვითარება მძიმეა ნიკოლაევშიც, სადაც, Human Rights Watch-ის უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა კასეტური საბრძოლო იარაღი გამოიყენეს. მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაზიანდა სახლები, ბიზნესცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ხერსონის ოლქში, რომელიც თითქმის მთლიანად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილში, წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომის გარეშე მყოფი ადამიანების რაოდენობა 45 750-ს აღწევს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)