|
2022-03-19 00:38:00, 959 ნახვა
მსოფლიო
მარიუპოლის ბლოკადასთან დაკავშირებით მაკრონმა პუტინს მიმართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მარიუპოლის ალყის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ France 24 იუწყება. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ მარიუპოლის ბედით. მაკრონმა მოუწოდა პუტინს მოხსნას მარიუპოლის ალყა და დაუშვას ქალაქში ჰუმანიტარული წვდომა, ასევე „დაუყოვნებლივ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტას“. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. რუსმა ოკუპანტებმა ჯერ სამხედრო ობიექტები დაბომბეს, შემდეგ კი მშვიდობიან დასახლებებს, კერძოდ, მარიუპოლს შეუტიეს. ქალაქი რუსების მიერ არის გარშემორტყმული, ოკუპანტები გამუდმებით ისროდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით და მათი გაყვანას საშუალებას არ აძლევდნენ წითელი ჯვრის და გაეროს წარმომადგენლებს. მოგვიანებით ხალხმა დაიწყო ქალაქის დატოვება. 16 მარტის საღამოს ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლის დრამატულ თეატრში. თეატრის ბომბის თავშესაფარმა შეტევას გაუძლო, მაგრამ დამპყრობლებმა შესაბამის სამსახურებს შენობის ნანგრევების დემონტაჟის საშუალება არ მისცეს. წინასწარი მონაცემებით, დრამატული თეატრის ბომბის თავშესაფარში სულ მცირე 1300 ადამიანი დარჩა. შემდეგ მათ შეძლეს ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)