03:49 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 21:53:21, 1211 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა გაანადგურეს მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ბავშვებთან ერთად თავს აფარებდა

უკრაინაში, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი მიზანმიმართულად გაანადგურეს, რომელსაც ასობით მოქალაქე ბავშვებთან ერთად თავს აფარებდა.

უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, ზუსტდება. აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური იტყობინება.

„დღეს, რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობის თავზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით, შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაბომბვის შემდეგ, დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. შენობაში მდებარე ბომბის თავშესაფრის შესასვლელი ნამსხვრევებით ჩაიხერგა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics