17:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 13:17:52, 489 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას შს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  სწავლება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - სერგი ბზიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა - აგატა ნიებოიმ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა - გიგი ბრეგაძემ გახსნეს.

"სწავლების მიზანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პირველ ეტაპზე, კასკადური სწავლებების პრიორიტეტად განისაზღვრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ.

კასკადური ტრენინგების განხორციელების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გადამზადდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2200-მდე თანამშრომელი.
სამომავლოდ იგეგმება ანალოგიური ტრენინგების სისტემატურად ჩატარება სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებისთვის." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics