|
2022-03-10 12:27:48, 590 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება - ევროსაბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ
რუსეთი ევროპის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის მიერ უძველესი ევროპული ორგანიზაციის მორჩილებით გარდაქმნაში დასავლური უპირატესობებისა და ნარცისიზმის შესახებ, რაც კიდევ ერთ პლატფორმად გადაქცევას გულისხმობს. დაე, ისიამოვნონ ერთმანეთთან კომუნიკაციით, რუსეთის გარეშე", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ არამეგობრული სახელმწიფოები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში უმრავლეობას, აგრძელებენ ორგანიზაციისა და მთელი რიგი ჰუმანიტარული თუ სამართლებრივი სივრცის განადგურებას მსოფლიოს ნაწილში. „მოვლენათა მიმდინარეობა შეუქცევადი ხდება. რუსეთი არ აპირებს შეეგუოს კოლექტიური დასავლეთს მიერ განხორციელებულ იმ დივერსიულ ქმედებებში მონაწილეობას, რომელიც „კანონზე დაფუძნებული წესრიგით" საერთაშორისო სამართლის გათელვას გულისხმობს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)