19:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 14:56:26, 496 ნახვა

საზოგადოება
„პორშე“ რუსეთის ბაზარს ტოვებს - კომპანია ოფიციალურ განცხდებას ავრცელებს

„The Volkswagen Group“, რომლის ერთ-ერთი ბრენდი პორშეა, შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. კომპანია იმედს იტოვებს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება და ეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოხდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, პორშემ უკვე დატოვა რუსული ბაზარი. კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

გადაწყვეტილება მყისიერად ამოქმედდა - პორშემ შეწყვიტა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მშვიდობიან მოსახლეობას სასწრაფოდ სჭირდება მხარდაჭერა. მსხვილ კონტრიბუციას განვახორციელებთ უკრაინელების დასახმარებლად. ასევე, მხარს დავუჭერთ ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინელ ხალხზე ზრუნავენ“, - ოლივერ ბლუმი, პორშეს აღმასრულებელი დირექტორი.

რუსეთში პორშეს 26 ცენტრი 20 ქალაქშია წარმოდგენილი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics