|
2022-03-04 13:00:37, 643 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა
ოთარ შამუგიამ ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფილის მეურენობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აგრარული დარგის ხელშეწყობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა მელიორაციის და მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე. ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის მიწის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის. შეხვედრაზე მხარეებმა ფერმერთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, რათა წარმოებულმა პროდუქტმა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები. დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. ელჩის განცხადებით, ქართულ ღვინო განსაკუთრებულია და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის რეალური პოტენციალი არსებობს. შეხვედრის დასასრულს, დიეგო კოლასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)