|
2022-02-25 15:08:21, 688 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - აქ არც NATO-ზეა ლაპარაკი და არც EU-ზე, მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი სჯობს
აქ არც ნატოზეა ლაპარაკი და არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ახლაა არა მხოლოდ უკრაინა არამდედ საქართელოც და მთელი მსოფლიო განსაცდელის წინაშე დგას. "ომის დაწყებამდე შეიძლება ან ერთი მხარისთვის მოგესმინა, ან მეორისთვის, ან მესამისთვის. როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ როგორც მე რომ ძლიერი ვიყო და ვიღაც დავჩაგრო, ისე არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც ნატოზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. არ შეიძლება ასე. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია. დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშეა. არამარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. 2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? მოასხდნენ თავზე და არიან ისე, ამიტომ მინდა ჩემს ერს მოგმართოთ – დავფიქრდეთ თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ხომ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა. შეშინებულები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ ასი ათასი მოწამის ერი, ჩვენ ვართ ექვსი ათასი ბერის ერი, ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ერი, რომელიც ბრძოლაში იმარჯვებდა. მთავარია, შეშინებული არ უნდა ვიყოთ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მაინც, ერთმანეთში შუღლი არ უნდა იყოს." - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)