21:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 16:55:06, 564 ნახვა

საზოგადოება
DRI - 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას სასამართლო სხდომებზეც აგრძელებენ

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით,  5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას სასამართლო სხდომებზეც აგრძელებენ.

DRI -ის ცნობით,  თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის მასობრივი ძალადობის საქმეზე  დაზარალებულ რატი წვერავას ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუქარის შემცველი განცხადებით მიმართა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ძალადობაში მონაწილეებს „არაკაცები" უწოდა.

„გამომიშვით, მიმიშვით და კიდევ მომეცით 6 წელი”; „ესეთი ხალხის გამო ვზივარ აქ”; „ასეთ ვიგინდარას შემოარტყამ  და მერე ვზივარ ციხეში”. - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

როგორც, DRI აღნიშნავს, სასამართლო განხილვების დროს დაზარალებული ჟურნალისტების მიმართ არსებული მტრული გარემო ახალი არაა.

მათივე ცნობით, 11 თებერვალს ერთ-ერთმა ბრალდებულმა შეურაცხყოფა „მთავარი არხის" ჟურნალისტსაც მიაყენა.

"სასამართლო მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც DRI-იმ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეებზე გამოაქვეყნა, ორგანიზაციამ დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვისას სხდომათა დარბაზში არსებულ დამაშინებელ და დაძაბულ გარემოს არაერთხელ გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის საქმეებზე დაცვის მხარის სტრატეგია ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ განწყობებზეა აგებული.  დაცვის მხარე მათ პროვოკატორებს უწოდებს და პასუხისმგებლობის დაზარალებულებზე გადატანას ცდილობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა არაერთხელ განაცხადა, რომ 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არასათანადო რეაგირებამ და ორგანიზატორების დაუსჯელობამ, შესაძლოა მსგავსი დანაშაულების სამომავლოდ ჩადენა წაახალისოს." - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics