|
2022-02-21 15:30:54, 645 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს
საქართველოს მთავრობა თბილისში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს, რისთვისაც ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება - პროექტის მიხედვით, იქ განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა. „ეს არის თემა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა, საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს და რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაგრამ გვჭირდება ისეთი ინტერაქტიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით. ვფიქრობ, რომ დიდი, მსხვილი, მასშტაბიანი მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც არის დაინტერესება და ვფიქრობ, შეიძლება „დოქებში" ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, მინისტრის განმარტებით, რიყის ტერიტორია თბილისის ცენტრალური ადგილია, სადაც ძალიან ბევრი მნახველი, ვიზიტორი არის და შესაბამისად, ეს ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თბილისს საერთაშორისო რუკაზე ამ კუთხითაც მიმზიდველ ადგილად აქცევს. „და მეტ ტურისტს მოვიზიდავთ. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთი შინაარსობრივი ობიექტები ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის დინამიკას", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი. რაც შეეხება აუქციონზე გამოსატან ფასს - ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ე.წ. „დოქების" საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება და შემდგომში, აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელოს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ობიექტის მშენებლობის ვადებს უკავშირდება. „ჩვენ გვსურს, რომ სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს 3 წლის, ანუ 36 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არის მოცემული - ეს არის არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. მათ შორის ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე როგორიცაა ქართული ღვინის, ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)