01:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 12:07:11, 645 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, გასულ წელს, მცენარეთა საკვლევი ნიმუშების რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მიმდინარეობს მცენარეთა იმ მავნებლებისა და დაავადებების გამომწვევების გამოვლენა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მცენარის სასიცოცხლო პროცესზე.  - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვლევები ტარდება ენტომოლოგიის, ფიტოპათოლოგიის და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიებში. დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდები სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად ხდება კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი მეთოდების დანერგვა. ლაბორატორიაში არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობაშია. ლაბორატორიის მიერ გაცემული კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია.

2021 წლის მონაცემებით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშებისა და კვლევების რაოდენობამ 11000-ს გადააჭარბა, რაც  20%-ით მეტია, 2020 წელთან შედარებით.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics