01:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 10:29:04, 649 ნახვა

საზოგადოება
სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას გულისხმობს, გრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, შეხვედრები გაიმართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სიმონეთში, რის შემდეგაც ადგილობრივებმა COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, მეორე და ე.წ. ბუსტერ დოზები გაიკეთეს.

სამინისტროს კამპანიის მიზანი, ქვეყნის მასშტაბით, იმუნიზაციის პოპულარიზაცია და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვაა.

ქვემო სიმონეთში იმუნიზაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე მირზა ქოჩიაშვილთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში - 200, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics