01:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 17:22:08, 947 ნახვა

საზოგადოება
გლდანის ა მიკრორაიონში სკვერის მოწყობა დასრულდა, გზის საფარის რეაბილიტაცია კი მიმდინარეობს

გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. N1-N2-N3 კორპუსებთან კი, დაზიანებული გზის საფარი იცვლება. -ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, N4 კორპუსის მიმდებარედ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 202 425 ლარი დაიხარჯა. 


"აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.

ამასთან, ა მიკრორაიონის N1-2-3 კორპუსებთან და ახლადმოწყობილი სკვერის მიმდებარედ, ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე წესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 170 624 ლარი არის გათვალისწინებული. " - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics