|
2022-02-11 15:43:17, 656 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ამბის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ორი კვირის განმავლობაში, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამ მიმართულებით, უმოკლეს ვადაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ კიდევ სამმა ოჯახმა მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებიც სააგენტომ შეუსყიდა. ჯამში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 36 დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა და პროცესი, მომავალშიც დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. „გაცემული დაპირების შესაბამისად, 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)