|
2022-02-04 10:12:41, 831 ნახვა
პოლიტიკა
პეტრას აუსტრევიჩიუსი - ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება
"საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება - მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება", - ამბობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში. ევროპარლამენტარის განცხადებით ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, უკრაინის შემდეგ შესაძლებელია საქართველოს საზღვრებთან რუსული დანაყოფების კონცენტრაცია მოხდეს. "შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს - უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს. იმედგაცრუებები ჩნდება და ქრება ხოლმე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მზარდ წინააღმდეგობას ვაწყდებით პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ხშირად ეს გარე ფაქტორებითაა განპირობებული, რუსეთის ჩარევით - ვფიქრობ, კრემლს ძლიერი მეხუთე კოლონა ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მმართველ პარტიაში არიან სხვადასხვა ადამიანები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია, და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიპის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას", - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
აშშ-მ ირანის პორტისკენ მიმავალი ტანკერი დაარტყა და სპარსეთის ყურის სტრატეგიულ კუნძულზე მდებარე ობიექტებს შეუტია
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)