13:53 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 14:14:56, 558 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - დღეს „ხაბემ“ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში, ისე გამაოცა, ვიკითხე, 1-ელი აპრილი ხომ არ არის მეთქი?!

დღეს „ხაბემ“ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში, ისე გამაოცა, ვიკითხე, დღეს პირველი აპრილი ხომ არ არის მეთქი?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაცმოძრობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ზარქუამ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ის სისრულეში მოიყვანა. 

„იმედი მქონდა, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შემოვიდა პარლამენტში, ცოტა აქცენტირებას გააკეთებდა, ოდნავ მაინც სიმართლენარევ თემებზე. დღეს ხაბემ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში, ისე გამაოცა, რომ აგერ ვკითხე ქალბატონ ელისოს, რომელიც გაოგნებული მიყურებდა, დღეს პირველი აპრილი ხომ არ არის მეთქი? არა, პირველი თებერვალიაო.

რეალობა რა არის?! ახლა აქ თქვა ვაჟბატონმა ხაბეიშვილმა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად გაიზარდა ტარიფები, ეს ცინიკოსი ახლა რომ ამბობს, დღეს მისი პარტიული ტელევიზიაც დარბოდა მეტროებში და ეუბნებოდა ხალხს, თქვენ თვეში მზად ხართო 150 ლარი რომ გადაიხადოთო?! სინამდვილეში, ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკური სისტემა, რომელიც დავაანონსეთ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ბოლომდე მიიყვანა მერიამ და დღეს ვერც ერთ ყვითელ მარშუტკას თუ ავტობუსს ვერ ნახავთ, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო.

შექმნილია სისტემა, სადაც უსინათლოები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები შეღავათით ისარგებლებენ - ზოგი უფასოდ დადის, ზოგი 10 თეთრიანი ტარიფით. ხოლო მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით ყოველთვის სარგებლობს, დავამატეთ, რომ ლურჯ “მარშრუტკაში“ ძველი თუ ახალი მეტრომანით ერთხელ რომ გადაიხდიან, მთელი 90 წუთის განმავლობაში უფასოდ მგზავრობის სარგებლობა შეეძლებათ. არის სხვადასხვა ტარიფები - თვეში 40 ლარი, დღეში - ერთი ლარი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics